თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მორიგი აქცია. მედიკოსები ხელფასების 100-პროცენტიან მატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ჯერ გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით კი მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მოთხოვნებთან დაკავშირებით, 16 საათზე საინიციატივო ჯგუფის წევრები პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ერთად, სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.