საპატიო თბილისელები ტრადიციისამებრ, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადაეცა. წელს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი 25 ადამიანმა მიიღო. მათ შორის არიან ექიმები, მეცნიერები, ხელოვანები, დრამატურგები, სპორტსმენები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. საპატიო თბილისელის წოდება დედაქალაქის მერმა საზეიმოდ გადასცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს – ვილი სანიოლისაც. თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილიც.