თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა.
ბიუჯეტი გაიზარდა. კონკრეტულად, საკითხი ეხება ჯანდაცვის მიმართულებით მერიის ახალ პროგრამის, რომელიც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება. თითოეული მოქალაქისთვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყოფა 6 000 ლარი, პროგრამის საერთო ბიუჯეტი კი ნახევარი მილიონი ლარი იქნება. ასევე ბიუჯეტში გაიზარდა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსებაც.
სხდომის გახსნამდე საკრებულოს დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ხსოვნას.