31 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, – თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.
თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა. თანხის ნაწილი საზოგადოებრივი ავტოპარკის განახლებას მოხმარდება. ცვლილებების საფუძველზე ხელფასები ეზრდებათ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს.
სხდომაზე უმრავლესობის წევრები თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურნენ.