თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცებს.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მილიარდ 21 მილიონი ლარით განისაზღვრა. პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას, რაც ძირითადად სოციალურ მიმართულებებს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ ხარჯებს ეხება. ხელისუფლების ოპონენტები წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ და პროტესტის ნიშნად მიმდინარე სხდომას არ ესწრებიან.
ნოდარ ჩაჩუა მუშაობს საკრებულოში.