დღეს, როცა თბილისის საკრებულოს ბოლო სხდომა ჩატარდა, სწორედ ის დროა, შევაფასოთ, რა ფუნქციას ასრულებს იგი ჩვენს ცხოვრებაში და როგორ იცვლებოდა პოლიტიკური სურათი თბილისის პარლამენტის ცხრამეტწლიანი ისტორიის განმავლობაში.
ქეთი ქაშაკაშვილმა რეპორტაჟზე მუშაობის დროს რამდენიმე ისეთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება, რაც ძალიან საინტერესო ტენდენციაზე მიგვანიშნებს.