სხვადასხვა ქვეყნის და ჟანრის ფილმები ერთ სივრცეში – თბილისი პრესტიჟული ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება.
ნოემბრის ბოლოს დედაქალაქში საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. საკონკურსო პროგრამაში წარდგენილ ქართულ ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდებიან.
რიგით 24-ე ფესტივალზე მთავარი აქცენტი ქართულ კინოზე კეთდება, თუმცა ნაჩვენები იქნება არაერთი უცხოენოვანი ფილმი. დაგეგმილია რამდენიმე პრემიერაც.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება.