თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსული ავიარეისის ჩამოფრენა გააპროტესტეს. პარტია „დროას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა მოეწყო.
აქციის მონაწილეებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
რა ვითარებაა აეროპორტთან, ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის.