შეფერხება იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ნისლის გამო რეისის გაუქმება გახდა აუცილებელი.
აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარშავიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „ლოტის“ რეისი დღეს, გამთენიისას უნდა შესრულებულიყო, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო, გაუქმდა. მათივე ცნობით, ამ წუთისთვის აეროპორტში ყველა ფრენა განრიგის მიხედვით სრულდება.
ლიკა ალელიშვილი იმყოფება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.