ახალი მიმართულებები შიდა ფრენებზე

ბათუმის, მესტიის და ამბროლაურის შემდეგ მალე შიდა ფრენები შესაძლოა კახეთიდანაც დაიწყოს.

საუბარია თელავსა და ბათუმს შორის რეგულარული რეისების დანიშვნაზე. თელავის აეროპორტი ფრენების მისაღებად მზად არის. შიდა ფრენების ხელშეწყობა კვლავ მთავრობის პრიორიტეტად რჩება. გეგმაშია სტიმულირების პროგრამის გაგრძელება, რაც ავიაკომპანიების სუბსიდირებას ითვალისწინებს. სატენდერო ხელშეკრულება მომზადების საბოლოო ეტაპზეა.