ხვალ, თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი იხსნება.
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა გამომცემლობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა ფასდაკლებებით შეიძინონ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ხატვის გაკვეთილები, ზღაპრების პერსონაჟებად გარდასახული მსახიობები კი ბავშვებს ზღაპრებს მოუყვებიან.
საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში 12 დეკემბერს, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით ტარდება.