თბილისის ოპერის 171-ე სეზონის დახურვა​

თბლისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 171-ე სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ დაიხურა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ქართულ მუსიკალურ-კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიები გადასცეს ქართველ მუსიკოსებს, კერძოდ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს – ბადრი მაისურაძეს, თეატრის დირიჟორს, რევაზ ტაკიძესა და პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია 1971 წელს დაარსდა.