თბილისის მთავრობის სხდომა

მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებულ პროგრამაში, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის სრულად დაფინანსებას ითვალისწინებს, თბილისის მერიაც ჩაერთვება და დედაქალაქში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას 100 პროცენტით დაუფინანსებს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. დღემდე, აღნიშნული ოპერაციის დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივ ხდებოდა.