მწვანე ნარგავების დაზიანებასა და უკანონო გაჩეხვაზე ჯარიმები მკაცრდება. ახალი კანონი უკვე ძალაშია. კანონმდებლობის მიხედვით, ჯარიმა 5 000 ათასი ლარით განისაზღვრა, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება და 10 ათასი ლარი იქნება. სანქცია დაეკისრება იმ პირსაც, ვინც ნარგავის მოჭრასთან დაკავშირებით არასწორ დასკვნას გასცემს.