კახა კალაძემ მთავრობის სხდომა ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში შექმნილ პრობლემებზე საუბრით დაიწყო. თბილისის მერმა ხის დაცემის შედეგად, უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. მან მოუწოდა გამგეობებს, კონკრეტულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება მოახდინონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვარკეთილისა და „სამგორის მეტროს“ მსგავსად, ტერიტორიის მოწესრიგება გლდანში, „ახმეტელის მეტროს“ მიმდებარედაც იგეგმება.