18 მაისიდან, კახა კალაძე მერიის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენას გეგმავს. ეს განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. კალაძის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში რეფორმა შვიდი მიმართულებით გატარდა და ამის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას ეტაპობრივად, დეტალურად მიაწვდის.
მოამბე