ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ. ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. მისი გახსნა 29 სექტემბერს იგეგმება. თემაზე დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ სამუშაოების ფარგლებში სამი საბავშვო მოედანი და ორი სავარჯიშო სივრცე მოეწყო, ასევე სრულიად განახლდა საფეხბურთო მოედანი.
პროექტისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.