თბილისის მთავრობის სხდომა

განიტვირთა თუ არა საცობები თბილისში მას შემდეგ, რაც იანვრიდან დიდგაბარიტიან სატვირთო ავტომანქანებს პიკის საათებში მოძრაობა შეეზღუდათ. საკითხზე დედაქალაქს მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაემორჩილონ რეგულაციას, რომელიც სწორედ საცობების განტვირთვის მიზნით არის მიღებული. შეზღუდვა დილის 8:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე მოქმედებს.