თბილისის მერია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს. დაინტერესებულმა პირებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უნდა მიმართონ. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნება, დასაქმდნენ M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ხელფასი 2 500 – 3 000 ლარი იქნება.