თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალი „დიოგენე 2021“
თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეორე საერთაშორისო ინტერნეტფესტივალში – „დიოგენე 2021“-ში მონაწილე ფილმების შერჩევა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ფესტივალზე 100-მდე ქვეყნიდან, ათასზე მეტი ფილმია წარმოდგენილი. საკონკურსო ფილმების მიღება 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.
საერთაშორისო ჟიური ფესტივალის მომდევნო ეტაპებზე ოთხ კატეგორიაში გამოავლენს გამარჯვებულს. ინტერნეტფესტივალი სლოგანით – „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.