მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი

მესტია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს – სეტის მოედანზე თანამედროვე სრულმეტრაჟიანი ფილმების გარე ჩვენებები ყოველდღიურად ეწყობა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩა, სადაც რამდენიმე ნომინაციაში ქალღმერთ დალის პრიზები გაიცემა.

საუკეთესო ქალი რეჟისორის პროექტს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო – 3 000 ლარი გადაეცემა. ჟიურის შემადგენლობაში როგორც უცხოელი კინოკრიტიკოსები, ასევე ქართველი რეჟისორები არიან. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მესამედ იმართება.