თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები 3 მაისს მუშაობის შეჩერებას გეგმავენ

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები 3 მაისს, ხუთშაბათს მუშაობის შეჩერებას გეგმავენ.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის ინფორმაციით,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მემანქანეების მოთხოვნა ხელფასის 44%-ით, ანუ საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდაა.

მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა, რის გამოც მემანქანეებმა უკიდურეს ზომას მიმართეს.