ტაქსის მძღოლების მოთხოვნებს თბილისის მერი ეხმაურება. კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე ძალაშია მერიის შეთავაზება, ხელი შეუწყოს მძღოლებს ავტომობილები ახალი სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანონ.
ტაქსის მძღოლების ნაწილი 11 აპრილს მასშტაბურ მსვლელობას აანონსებს. საინფორმაციო აქცია-ბრიფინგი მათ გუშინ აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მერიის ახალი რეგულაციები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მათ ავტომობილების თეთრად გადაღებვა მოუწევთ.
მძღოლებმა იმ ნორმის გაუქმებაც მოითხოვეს, რომლითაც მარჯვენასაჭიანი მანქანებით მომსახურება აიკრძალება.