საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის საყურებლად დიდი ეკრანი დამონტაჟდება რესპუბლიკის მოედანზე. ტერიტრიაზე მოეწყობა სპეციალური საგულშემატკივრო სივრცე მათთვის, ვინც სტადიონზე ვერ მივა. გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა ისაუბრა. მისივე თქმით, უბილეთოდ დარჩენილი ქომაგებისთვის რესპუბლიკის მოედანზე ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა შეძლონ. კალაძე ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში „დინამოს“ სტადიონის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს და მას პოლიტიკური სპეკულაცია უწყოდა.
შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.