ე.წ. თერგის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქემ, გიორგი ლომაძემ მერიის წინ აქცია გამართა. იგი კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახთან ერთად შიმშილობას გეგმავს.
დაზარალებულის განცხადებით, მას დახმარება არ მიუღია და თბილისის მერიისგან კრედიტის გონივრული ვადით გახანგრძლივებას და ფულად ანაზღაურებას ითხოვს.
მოთხოვნას ეხმაურება თბილისის მერი. კახა კალაძის განცხადებით, ბაზრობის მეპატრონის ვალდებულება იყო ყველა დაზარალებულს დახმარებოდა. მისი თქმით, დახმარების გარეშე დარჩენილებს მეპატრონესთან კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარებიან.