თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში 2-ჯერ მოქალაქეების მიღებას განახორციელებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჯგუფის შექმნის მთავარი მიზეზი, თითოეული მოქალაქის პრობლემის მოსმენაა, რასაც მარტო მერი ყოველთვის ვერ შეძლებს.
სპეციალური ჯგუფი, მოქალაქეების მიღებას შემდეგი კვირიდან დაიწყებს და ხუთშაბათს, დილის 10-დან 3 საათამდე და პარასკევს, პირველიდან 6-მდე მიიღებს.