თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ბანაკების აქტივობები 20 ივლისიდან იწყება, ხოლო ლაშქრობები – 25 ივლისიდან.