საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს დღეს დედაქალაქის მერიც. კახა კალაძეს საკრებულოში მოუსმენენ. განხილვის თემა იქნება თბილისის ბიუჯეტიც. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორედ დღევანდელ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტის პროექტი არ მოსწონს ოპოზიციას. ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები, დოკუმენტს დღეს მხარს არ დაუჭერენ. მთავარი არგუმენტები კი არასწორად გადანაწილებული პრიორიტეტები, გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები და სახელფასო ფონდია. რასაც არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. შეხვედრა 16:00-ზე საათზე დაიწყება.