ჯაზის ვარსკვლავები თბილისში ჩამოდიან. 13-14 ნოემბერს, საქართველო 23-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. კონცერტები სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში გაიმართება, დაგეგმილია რამდენიმე საინტერესო პროექტი და პერფორმანსი.
ორდღიანი მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება ხუთი გრემის მფლობელი, ანტონიო სანჩესიც. თბილისის ჯაზფესტივალი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.