თბილისის რიგით 27-ე ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. ღონისძიების მეორე დღეს მსმენელის წინაშე ჯაზის სამყაროს სამი გამორჩეული ფიგურა – ჯოი კალდერაცო, ჯონ პატიტუჩი და დეივ ვექლი წარდგნენ. შესრულდა ცნობილი კომპოზიციები. ეს ვარსკვლავური ტრიოსთვის 2024 წლის გაზაფხულზე პირველი ევროტური იყო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს წელს პირველად მასპინძლობს რუსთაველის თეატრი. დასკვნით დღეს კი, მსმენელის წინაშე სტეისი კენტი წარდგება – შემსრულებელი, რომელსაც მსოფლიო ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ ჯაზ-ვოკალისტად აღიარებს. ფესტივალის ორგანიზატორი ტრადიციულად „ისთერნ პრომოუშენსია“.