მზადება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური დღესასწაულისთვის.
7 ივლისს თბილისის ჯაზ-ფესტივალი გაიხსნება. პროგრამა მრავალფეროვანია – მონაწილეებს შორის იქნებიან მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები, დაიანა რივსი და ვიჯეი აიერსი.
თბილისის ჯაზ-ფესტივალი ტრადიციას არც წელს ღალატობს და მსმენელს დაუვიწყარ სამდღიან ღონისძიებას და ვარსკვლავურ პროგრამას უმზადებს. ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება.