25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს.
მუსიკის მოყვარულებს ორგანიზატორები ტრადიციულად დაუვიწყარ საღამოებს და ვარსკვლავურ შემადგენლობას პირდებიან. კონცერტებს 5 გრემის მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი გამართავენ. ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტის, აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტსაც.