34 წლის შემდეგ თბილისის ისტორიული საბაგირო აღდგენილია.
დედაქალაქს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ავთენტური იერსახით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით დაუბრუნდა. 1990 წელს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ობიექტი წლების განმავლობაში გაჩერებული იყო. რეაბილიტაციის პროცესი 2021 წელს დაიწყო – რუსთაველის გამზირის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ ერთ ბაგირიან საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს. ერთი გონდოლა რვა მგზავრზეა გათვალისწინებული. განახლდა ქვედა ისტორიული სადგური, გარე ფასადი ძველი იერსახით არის შენარჩუნებული.