თბილისის გენგეგმის პროექტის განხილვა

ორშაბათს გახდება ცნობილი, ჩაიბარებს თუ არა მერია თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, რომელიც უკვე თვეებია, დავის საგანია.

ოთხჯერ დაწუნებული დოკუმენტის განსახილველად კახა კალაძე თანაგუნდელებთან ერთად ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და გეგმის მიმართ საკუთარი შენიშვნები პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატებს გააცნო. თუმცა შეხვედრას ოპოზიცია არ დასწრებია. სწორედ განხილვის ფორმატი გახდა ამჯერად დაპირისპირების მიზეზი.

სადავო გეგმის შინაარსზე მეტად დღეს მხარეები უკვე იმას არკვევდნენ, იყო თუ არა ოპოზიცია დღევანდელ განხილვაზე მიწვეული.

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ანა ბროლაძემ მოისმინა.