„თბილისის ცის ქვეშ“ - ღონისძიებები მერიის პროექტის ფარგლებში

„თბილისის ცის ქვეშ“ – მერიის პროექტის ფარგლებში ღონისძიებების სერია გრძელდება. აბანოთუბანში „ბიგბენდის“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან კი ანსამბლ „მზიურის“ კონცერტები გაიმართა. ღონისძიებებს თბილისის მერი დაესწრო.

კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მსგავსი კონცერტები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.