დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით იზრდება.
ცვლილებები დღეს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა. ჯამში, დედაქალაქის 2024 წლის საფინანსო დოკუმენტი ორ მილიარდ ლარზე მეტია. პრიორიტეტები უცვლელია, გაზრდილი ბიუჯეტი სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო რეფორმას მოხმარდება. დამატებითი თანხა თბილისისთვის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.