რვა კონცერტი ორ სხვადასხვა სცენაზე – „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ იწყება. ეს იქნება 10-წლიანი ისტორიის ერთგვარი შეჯამება. საიუბილეო საღამოებს მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდანაც ეყოლება. წარმოდგენილი იქნება მუსიკალური შედევრები ვარსკვლავების მონაწილეობით და აჟღერდება ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა.
მეათე საიუბილეო ფესტივალი პირველი ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ფესტივალის სტუმრები არაერთი ცნობილი კომპოზიტორის საფორტეპიანო კონცერტს მოისმენენ. დაგეგმილია რამდენიმე კომპოზიციის ავთენტური ინსტრუმენტებით შესრულებაც.