თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ატარებს. მსმენელების წინაშე 11 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საეკლესიო მუსიკით წარდგება მომღერალთა ანსამბლი – “Organum”, ხოლო ქართულ საეკლესიო და ფოლკლორულ ნიმუშებს ანსამბლი „რუსთავი“ შეასრულებს. ანსამბლ „რუსთავის“ დარბაზში ვორქშოფი გაიმართა, სადაც „Organum”მა და „რუსთავმა“ საგალობლები შეასრულეს.