თბილისში ასეულობით ოჯახი ავარიულ შენობაში ცხოვრობს და ეს თითქმის აღარავის უკვირს. ოფიციალური მონაცემი, – თუ რამდენი სახლია დედაქალაქში ავარიული და ნგრევის პირას მისული, – მერიაში არ მოიპოვება. თუმცა, ცნობილია, რომ ავარიული შენობები არამარტო ძველ უბნებში, არამედ გარეუბნებშიც მრავლად არის. ზოგ მობინადრეს გაუმართლა და მუნიციპალიტეტმა მათი სახლი გაამაგრა, ზოგ შემთხვევაში, თავად მობინადრეები მალავენ სახლის ავარიულ მდგომარობას, თუმცა, არის უარესი შემთხვევებიც, როცა სიძველისგან სახლის რომელიმე კედელი ან მთლიანად სახლი ინგრევა. ფაქტია, რომ ავარიული შენობების დიდი უმრავლესობა დღემდე აღურიცხავია.
ანა ბროლაძე დაინტერესდა, უნდა ელოდონ თუ არა ავარიული სახლების მობინადრეები დედაქალაქის მთავრობისგან გამოხმაურებას და მათი პრობლემით დაინტერესებას.