თბილისის ახალი მერი

დღე უკანასკნელი, დღე პირველი – კახა კალაძემ დავით ნარმანიასგან უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა. თბილისის ახალი მერი მერიაში საკუთარი გუნდით და ამბიციური გეგმებით მივიდა.

იქცევა თუ არა თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად? – დღეს დაიწყო იმ ოთხწლიანი ვადის ათვლა, რომლის ამოწურვამდე კახა კალაძემ თავისი წინასაარჩევნო დაპირებები უნდა შეასრულოს.