„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ჩინეთის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეც.