გახსნის ცერემონიაზე წიგნის დედაქალაქის სტატუსი თბილისის მერმა, კუალა ლუმპურისგან ოფიციალურად გადმოიბარა, სტატუსს საქართველოს დედაქალაქი ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. დაგეგმილია 100-ზე მეტი ღონისძიება. მათი მიზანი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარება, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების ხელშეწყობაა. თბილისს წიგნის დედაქალაქის სტატუსი 2019 წლის ოქტომბერში, იუნესკოს გადაწყვეტილებით მიენიჭა. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ წარდგენილმა პროექტმა, 15 უდიდესი ქალაქის პროექტს გაუწია კონკურენცია და პირველივე ჯერზე მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი.