თბილისი საბავშვო ევროვიზიას მასპინძლობს.
დედაქალაქში დაგეგმილ გრანდიოზულ შოუმდე, რომელსაც 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.
ევროფესტივალი ოფიციალურად ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება. გაიმართება 16 კონკურსანტის რიგითი ნომრების წილისყრა.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე წესდება შეზღუდვები საავტომობილო ტრანსპორტისთვის. კონკრეტულად, დღეიდან საავტომობილო მოძრაობა 20 ნოემბრის საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე. ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე. სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.