„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ამ დრომდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. ისმის მოწოდებებიც. აქცია დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან დაიწყო. გაიმართა მსვლელობა ჯერ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისამდე, შემდეგ საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობამდე.

პროტესტის მიმდინარეობისას ადგილზე მოხდა ინციდენტიც, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან თავის დაწვა სცადა, თუმცა, პოლიციამ სიტუაციის განეიტრალება შეძლო, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

რა ვითარებაა ამ დროისთვის და როგორ ვითარდებოდა მოვლენები – გენო ოსიყმაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.