თბილისი პრაიდის კვირეულს მასპინძლობს

თბილისი პრაიდის კვირეულს მასპინძლობს. კვირეული, რომელიც სამი ღონისძიებისგან შედგება, დღეს გაიხსნა და 8 ივლისს პრაიდ ფესტივალით დასრულდება. დღევანდელ ღონისძიებას ლგბტქ+  მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. საღამოს განსაკუთრებული სტუმარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი იქნება. დამსწრეთა შორის არის საქართველოში ამერიკის ელჩი და გაერო-ს წარმომადგენელი. გახსნის ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან თბილისი პრაიდის მიერ გამოცხადებული ვიზუალური ხელოვნებისა და ლგბტქ+ თემაზე შექმნილი ესეების კონკურსების გამარჯვებულები. ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.