„თბილისი პრაიდის“ განცხადება

ორდღიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია. „თბილისი პრაიდი“ ჩატარდება. ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ საჯარო მსვლელობაში მხარდამჭერი ჯგუფები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

ორგანიზატორები სახელმწიფოს უმოქმედობაში, ასევე, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ასევე წერენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. რაც შეეხება მსვლელობის ჩატარების დროს და ადგილს, ეს ჯერჯერობით უცნობია.