„ხვალ თბილისი მარათონი 2022“ სტარტს ოფიციალურად აიღებს. მარათონის წლევანდელი ბენეფიციარი „ფერადი ქალაქი – აუტიზმის ეროვნული ცენტრია“. მონაწილეების რეგისტრაციიდან შესული თანხა ცენტრის ერთ-ერთი კოტეჯის მშენებლობას მოხმარდება. ამ დრომდე 16 წლის ზევით, აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი არ არსებობს, დაგეგმილი მშენებლობა კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მარათონი სტარტს რუსთაველის გამზირიდან 07:00 საათზე აიღებს. დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 25 სექტემბრის ღამის 12 საათიდან დილის 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.