„სიენენმა“ თბილისი დაასახელა 12 ევროპულ ქალაქს შორის, რომელთა მონახულებასაც ურჩევს მოგზაურებს შობა-ახალ წელს. ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა.
სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი „სიენენის“ სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას სთავაზობს. „შობა ვისაც გიყვართ, საქართველოსა და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ, შობას 25 დეკემბრის ნაცვლად, 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები,“ – წერს „სიენენის“ ჟურნალისტი.