თბილისი ევროპის ქალაქების ჩამონათვალში.
საქართველოს დედაქალაქი CNN-ის მიერ საახალწლოდ შერჩეულ 12 ქალაქს შორის მოხვდა. გავლენიანი მედიასაშუალება ტურისტებს ურჩევს, რომ სადღესასწაულოდ თბილისს ესტუმრონ. სპეციალურ სამოგზაურო პორტალზე ევროპის ჯადოსნური ქალაქების აღწერის დროს ნახსენებია თბილისის საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები, ასევე ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები.
მზადება 2024 წლის შესახვედრად დაიწყო. „თბილისი – ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქის სადღესასწაულო მორთვის პროცესი დასკვნით ფაზაშია. საახალწლო განწყობის შესაქმნელად და საზეიმო ღონისძიებებისთვის ტრადიციულად რამდენიმე ადგილი შეირჩა. ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე და ილუმინაციები 15 დეკებერს აინთება.