2014-2015 წლებში, როდესაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა და საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაში გადავიდა, უკრაინის მოქალაქეთა ნაწილმა უსაფრთხო ქვეყნების ძიება დაიწყო. ამ პერიოდში უკრაინიდან საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამ მიზნით, დღემდე ჩვენს ქვეყანას უკრაინის 900-მდე მოქალაქემ მომართა.
სტატუსის მსურველთა მორიგი ტალღა ახლო აღმოსავლეთის მოვლენებმა გამოიწვია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით უცხო ქვეყნის 1 462 მოქალაქე სარგებლობს, და ეს იმ ფონზე, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ოთხჯერ მაღალია.
მარიამ სეთურიძე არკვევდა, რა კრიტერიუმებით ენიჭებათ ლტოლვილის სტატუსი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს ეს პროცესი.